LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვანო მაჭავარიანისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა არავის გაუგზავნია”

79

ვანო მაჭავარიანისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას არ უნახავს მსგავსი სახის ვიდეომასალა – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ მაჭავარიანის დაკითხვის შემდეგ გაავრცელა.

„ი. მაჭავარიანმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ 2016 წლის 18 მარტს, პირად „facebook” გვერდზე ათვალიერებდა ე.წ ,,აქტივობის კედელს“, რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელით გაზიარებული ე.წ. „ლინკი“, რომელიც დასათაურებული იყო „სკანდალური კადრების“ სახელით. მას არ უნახავს ხსენებული კადრები, ვინაიდან თვლიდა, რომ იქნებოდა კომპიუტერული „ვირუსი“-ს შემცველი და შესაბამისად არ იცის ამ კადრების შინაარსი. რაც შეეხება მის „facebook” გვერდზე მისივე განცხადებით განხორციელებულ ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით ი. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ რამოდენიმე დღის წინ გაეგზავნა მისივე ფოტოს გამოყენებით შექმნილი „facebook” გვერდიდან მეგობრობის თხოვნა, რაც მისი მხრიდან აღქმული იქნა „ჰაკერულ“ თავდასხმად. აღნიშნულის შესახებ ი. მაჭავარიანმა აცნობა „facebook“-ის ადმინისტრაციას, რამაც მისი ვარაუდით გამოიწვია ,,facebook“ პროფილის დროებითი დაბლოკვა. ამასთან, ი. მაჭავარიანმა უარი განაცხადა მასთან ერთად მისი კუთვნილი ,,facebook“ გვერდის დათვალიერებაზე.

ამდენად, ი. მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება მხოლოდ მის ვარაუდებს,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვანო მაჭავარიანმა გუშინ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ კადრების გავრცელებაში „ხელისუფლების ხელი ურევია“.

„ვერავინ დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებას ამდენი ხანი უნდა სჭირდებოდეს გამოძიებისთვის.
2 კვირის წინ „მაესტროზე“ მქონდა ინტერვიუ და მკაცრად ვთქვი, რომ ეს არის მთავრობის ხელი, მთავრობას შეუძლია ასეთი რამე აკეთოს და შევიდეს ინტერნეტსივრცეში. ზუსტად 3 დღეში დამიბლოკეს „ფეისბუქი“, ადაამიხაკერეს და მე მაგრძნობინეს, რომ მათ აქვთ ამისი საშუალება. ჩემი „ფეისბუქის“ გვერდი ახლაც გათიშულია,“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მანამდე კი, მისი თქმით, პირად მიმოწერაში ჩაუგდეს უცნაური საიტების ბმულები, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა იყო. მასალა იწყებოდა ტექსტით „ხომ არ გაინტერესებთ, ნახოთ ეს“, შემდეგ კი პირველი შორიდან გადაღებული კადრი, სადაც, მაჭავარიანის მტკიცებით, ორი ადამიანის ფიგურა ჩანდა. ვანო მაჭავარიანის თქმით, მას კადრები არ უნახავს, თუმცა, ტექსტის მიხედვით, ეს იყო მასალა, რომელიც საჯაროდ ინტერნეტსივრცეში ჯერ არ განთავსებულა.
მისივე ინფორმაციით, ბევრ ადამიანს უგზავნიან პირად მიმოწერაში უცნაურ საიტებს, რომელიც „რამდენიმე წუთში ქრება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g