LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მაჭავარიანს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაუგზავნეს

87

ვანო მაჭავარიანს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაუგზავნეს – როგორც მაჭავარიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, კადრების გავრცელებაში „ხელისუფლების ხელი ურევია“.

„ვერავინ დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებას ამდენი ხანი უნდა სჭირდებოდეს გამოძიებისთვის.

2 კვირის წინ „მაესტროზე“ მქონდა ინტერვიუ და მკაცრად ვთქვი, რომ ეს არის მთავრობის ხელი, მთავრობას შეუძლია ასეთი რამე აკეთოს და შევიდეს ინტერნეტსივრცეში. ზუსტად 3 დღეში დამიბლოკეს „ფეისბუქი“, ადაამიხაკერეს და მე მაგრძნობინეს, რომ მათ აქვთ ამისი საშუალება. ჩემი „ფეისბუქის“ გვერდი ახლაც გათიშულია,“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მანამდე კი,  მისი თქმით, პირად მიმოწერაში ჩაუგდეს უცნაური საიტების ბმულები, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა იყო. მასალა იწყებოდა ტექსტით „ხომ არ გაინტერესებთ, ნახოთ ეს“, შემდეგ კი პირველი შორიდან გადაღებული კადრი, სადაც, მაჭავარიანის მტკიცებით, ორი ადამიანის ფიგურა ჩანდა. ვანო მაჭავარიანის თქმით, მას კადრები არ უნახავს, თუმცა, ტექსტის მიხედვით, ეს იყო მასალა, რომელიც საჯაროდ ინტერნეტსივრცეში ჯერ არ განთავსებულა.

მისივე ინფორმაციით, ბევრ ადამიანს უგზავნიან პირად მიმოწერაში უცნაურ საიტებს, რომელიც „რამდენიმე წუთში ქრება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები