LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ცნობილია

238

„მედიქლაბ ჯორჯიაში“ შეკრებილი ექიმთა კონსილიუმი ცოტა ხნის წინ შეთანხმდა, რომ ყოფილ პრემიერს-ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი აქვს, თუმცა გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია.  ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კონსილიუმში ოჯახის მიერ მოწვეული სამი ექიმიც მონაწილეობს. „მკურნალობასთან დაკავშირებით მე რაც მოვისმინე, მათი უმეტესობა ამბობდა, რომ ამ მომენტისთვის მკურნალობას ვერ დაუნიშნავენ , რადგან ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. დამატებით კვლევებთან დაკავშირებით გაიცა რეკომენდაციები, კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა კვლევებია”, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

მერაბიშვილის მკურნალი ექიმი, თერაპევტი ელენე ხურციძე განმარტავს, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის “მედიქლაბ ჯორჯიაში” დატოვონ. ექიმის თქმით, სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ. ხურციძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს აქვს სახის ნერვის დამბლა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ პოზიციას არ იზიარებს ნეიროქირურქი თამაზ კერძევაძე. ის ამბობს, რომ ექიმები საბოლოოდ ერთ ვერსიაზე ვერ შეკერდნენ. კერძევაძე ფიქრობს, რომ პაციენტს სჭირს ქრონიკული სინუსიტი. მისი თქმით, სანამ პაციენტი არის დახურულ სივრცეში, ის ამ სინდრომიდან არ განიკურნება, გართულება კი ძალიან მძიმე იქნება. “პაციენტი აუცილებლად უნდა გავიდეს ღია სივრცეში. უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე…”, – აღნიშნა ნეიროქირურგმა თამაზ კერძევაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები