LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით „ევროპული საქართველოს“ წევრი დააკავეს

151
BeFunky-collage

ვანში, „ევროპული საქართველოს“ წევრი, კობა ძაგნიძე დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძაგნიძე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლითაა დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს.

საკითხზე „ევროპულმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კობა ძაგნიძეს არასრულწლოვანის მიმართ იძულებას ედავებიან.

როგორც პარტია აღნიშნავს, ევროპული საქართველო საქმის დეტალებში ერკვევა.

„რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდება მძიმეა, ევროპული საქართველო ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს“,- აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები