LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაპირებ იმ დაპირებების აღსრულებას, რომელიც ამერიკელ ხალხს მივეცი – ჯო ბაიდენის პირველი განკარგულებები

92
BeFunky-collage

“ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, ვაპირებ იმ დაპირებების აღსრულებას, რომელიც ამერიკელ ხალხს მივეცი”, – ეს განცხადება თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში ჯო ბაიდენმა გააკეთა. ამერიკის  46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.

პრეზიდენტობის პირველ საათებში ხელმოწერილი განკარგულებები მოიცავს როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე ტრამპის რამდენიმე გადაწყვეტილების გაუქმებას.

ერთ-ერთი ბრძანება, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებიდან ამერიკა 2017 წელს გამოვიდა.

ბაიდენმა დონალდ ტრამპის კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააუქმა და გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

„გმადლობ, ამერიკა!“ - ჯო ბაიდენის მთავარი გზავნილები ინაუგურაციიდან

ბაიდენმა გამოსვლაში პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა

უკვე ცნობილია, რომ ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი დღეს პირველ შეხვედრას გამართავს თვეების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

ასევე, ქვეყნის მასშტაბით ყველა ფედერალურ შენობაში და ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავალდებულო ხდება როგორც პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანცირების დაცვა. პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება მომდევნო 100 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

ასევე, ცნობილია, რომ პირველ ოფიციალურ ზარს ბაიდენი კანადის პრემიერთან პარასკევს განახორციელებს.

“პირველ რიგში ჯო ბაიდენი დაურეკავს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა აღადგინოს საგრეო ურთიერთობები. ამ დროისთვის  პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო ზარი გეგმაში არ არის. ” – თქვა ბაიდენის პრესსპიკერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g