LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაპირებდი დამემტკიცებინა, რომ ვარ ნამდვილი ქომაგი“ – ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე საქართველოს ნაკრების განლაგება გამოსახა

166
დავით ოღრაპიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნამდვილი ქომაგი, რომელმაც თბილისში, ზაქარიაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე საქართველოს ნაკრების განლაგება გამოსახა – 24 წლის დავით ოღრაპიშვილია.

„ვაპირებდი დამემტკიცებინა, რომ ვარ ნამდვილი ქომაგი. როგორც ხედავთ განვახორციელე ჩემი იდეა, ჩემი მოტივაცია იყო ის, რომ ნაკრების ფეხბურთელები ამ ყველაფერს ნახავდნენ“ – ამბობს დავით ოღრაპიშვილი, რომლის ინტერვიუს „ნატახტარი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დავითი 22 ივნისს საქართველოს ნაკრებს გერმანიაში უგულშემატკივრებს.

ვიდეო: „ქართულ ჰიმნზე იყო ბულინგი, ეს ძალიან არ მომეწონა, თურქების 80 პროცენტი მაგას არ გააკეთებდა, ეს ალბათ გერმანიაში მცხოვრებმა თურქებმა გააკეთეს, ბოდიში და ცოტა გოიმები არიან… მე პირადად ქართველებს ბოდიშს ვუხდი ამ საქციელისთვის“ – გაიცანით ქართულ-თურქული წყვილი საქართველო-თურქეთის მატჩიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები