LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაქცინა არ გადის ტრანსპლაცენტარულ ბარიერს, მაგრამ ანტისხეულები გადიან! ფაქტიურად დედამ მას საკუთარი იმუნიტეტი გაუზიარა…”

180
BeFunky-collage

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და მსგავი მოწოდების გაკეთებას ურჩევს კოლეგებსაც, განსაკუთრებით მეან-გინეკოლოგებს.

ექიმი აღნიშნულ მიმართვას თან ურთავს ერთ-ერთი უცხოური სამშობიარო კლინიკის მიერ გაზიარებულ პოსტს, სადაც ახალშობილი კოვიდსაწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტით არის ფოტოზე აღბეჭდილი.

თამარ ჟამურაშვილი წერს:

“ნათელი მაგალითი იმისა, რაც მილიონჯერ ითქვა, დაიწერა, მაგრამ მავანნი მაინც სკეპტიკურად უყურებენ სამწუხაროდ და იმ მაღალ რისკს, რაც ორსულ ქალბატონებს აქვთ, არად დაგვიდევენ…

ამ პატარა ბიჭის დედა ორსულობის დასაწყისშივე, პირველივე ტრიმესტრში აიცრა კოვიდ-ვაქცინით.

‼ ვაქცინა არ გადის ტრანსპლაცენტარულ ბარიერს, მაგრამ ანტისხეულები გადიან! ფაქტიურად დედამ მას საკუთარი იმუნიტეტი გაუზიარა.

‼ განმარტება: დედის ვაქცინაციის შედეგად დედის ორგანიზმში წარმოქმნილი ანტისხეულები გადადიან ბავშვის ორგანიზმში და მასაც იცავენ SARS-CoV-2-ინფექციისგან!

‼ ‼ კოლეგებო, განსაკუთრებით მეან-გინეკოლოგებო, ურჩიეთ ორსულებს ვაქცინაცია, თქვენ ორი ადამიანის სიცოცხლე გაბარიათ და თითოეული თქვენი რჩევით ორივეზე აგებთ პასუხს!!”,- წერს თამარ ჟამურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები