საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3 674 თანამშრომელი აიცრა. ვაქცინის მიღებისთვის დარეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 5250 თანამშრომელი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.
ვაქცინის პირველი დოზები პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების მედიკოსებმა, მათ შორის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც.
რაც შეეხება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ის ქვეყანაში.