უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.
აცრის შემდეგ მან ექიმს, რომელმაც ვაქცინა გაუკეთა მადლობა გადაუხადა.
„საერთოდ არ მიგვრძნია, როგორ გამიკეთა“. – აღნიშნა კახაძემ.
მისი თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი გზაა ვერაგი პანდემიის დასამაცხებლად.
„მინდა ყველა მიხვდეს და გაიგოს, რომ აცრა ერთადერთი გზა არის ამ სივერაგიდან გამოსასვლელად. ამ მომენტში არანაირი შეგრძნება არ მაქვს. ამ შემთხვევაში თქვენი, ჟურნალისტების მეოხებით ყველა ადამიანთან მივდივარ. დედამიწის ყველა ბინადართან თხოვნითაც მივდივარ და პირადი მაგალითითაც.
ვაქცინაციასთან არის გზა, რომ ეს დიდი სირთულე პანდემიის სახით დავძლიოთ. ჩვენ წინ გველოდება ნახტომისებური განვითარება. ამიტომ აბჯარასხმულები უნდა შევხვდეთ.
ვაქცინაცია არის აბჯარი ორგანიზმის, იმუნური სისტემის გაძლიერება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირუსი ორგანიზმში მოხვდება, ვირუსი განადგურდება იმ ჯარისკაცებით, რომელიც ანტისხეულების სახით ორგანიზმში იქნება.“ – აღნიშნა ლადო კახაძემ.
შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. დღეს საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებიან.
