LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია არის გამოსავალი, რომ დავამარცხოთ ეპიდემია და აღვადგინოთ ეკონომიკა – ერეკლე კოკაია

2159
ipiccy-image

მასშატბური ვაქცინაცია სასტუმროების ქსელ Inn Group-ში: კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია და მენეჯმენტის სხვა წევრები უკვე აიცრნენ. უახლოეს დღეებში კი თანამშრომელთა უდიდესი ნაწილიც გაიკეთებს კოვიდ ვაქცინას. Inn Group საზოგადოებას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და ამით ხელით შეუწყონ, როგორც პანდემიის დამარცხებას, ისე საქართველოს ეკონომიკის აღდგენას.

“ვაქცინაცია ჩვენთვის არის გამოსავალი, რომ დავამარცხოთ ეპიდემია, აღვადგინოთ ეკონომიკა და ის 10 ათასობით ადამიანი, რომელმაც შემოსავლის წყარო დაკარგა, დავაბრუნოთ სამსახურებში”, – ამის შესახებ „ფორტუნას“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განუცხადა.

ის ტურიზმის სექტორში შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესის დაწყების დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება ტურიზმის აღდგენისთვის, მისასალმებელია.

„გუშინ გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, რიგი გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ტურიზმის სექტორი დგას. არის პრობლემები, რომლის მოგვარებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ტურიზმი აღდგეს. მათ შორის, აუცილებელია სახმელეთო საზღვრების გახსნა, თუნდაც იგივე პირობებით, როგორც საჰაერო საზღვრებია გახსნილი. აუცილებელია კომენდანტის საათის გადაწევა, ასევე შაბათ-კვირას კვების ობიექტებისთვის მუშაობის უფლების მიცემა. მიმაჩნია, რომ ცოტა უფრო პრაქტიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ვაქცინაცია აუცილებელია, მაგრამ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, რაც ხელს უშლის იმას, რომ ქვეყანაში ტურისტი ჩამოვიდეს,“ – აცხადებს კოკაია.

მისივე თქმით, მინისტრთან ისაუბრეს იმ შესაძლო შეღავათებზეც, რომლებიც შესაძლოა იმ კომპანიებს დაუწესდეთ, რომელთა თანამშრომლების 60% კოვიდ ვაქცინას გაიკეთებს.

„ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არაფერზე მიღებული არ არის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ბენეფიტებს მიიღებენ ის კომპანიები, რესტორნები და სასტუმროები, რომელთა თანამშრომლების 60% იქნება აცრილი. ცხადია, ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს ტურიზმის აღდგენას“, – ამბობს ერეკლე კოკაია.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g