ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა.
“გარკვეული პროცესები, აქციები, რომლებიც მიმდინარეობს, მობილობის დიდი წყაროა და ეს რა თქმა უნდა, ბუსტერს ქმნის ვაქცინის გავრცელებისთვის.”
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსის მართვის პროცესებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიის ჩართულობას.
ამასთან, გაბუნიამ მოქალაქეებს არსებული რეგულაციების სათანადოდ დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, ასევე ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის აუცილებლობაზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ პრობლემა, რომელიც რეალურად საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ძალისხმევის შედეგად გადაიჭრას.
“ამდენად, მოწოდება არასამთავრობო სექტპორის, მედიის, ისევ და ისევ საინფორმაციო კამპანია, მხარდაჭერა და პირადი მაგალითი აღმოჩნდა დადებით და ყველაზე ძლიერმოქმედი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებით. არ შემიძლია, დღეს ამ თემას გვერდი ავუარო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც პირებს, ვისაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.