LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის შემდეგ კლინიკაში მოცდის დრო 45 წუთამდე იზრდება: ჯანდაცვის სამინისტრო

83
ვაქცინაცია

ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის შემდეგ იზრდება კლინიკაში აცრილი პირის დაყოვნების დრო – ნაცვლად 30 წუთისა, მოქალაქე კლინიკაში 45 წუთს მოიცდის. ეს მოთხოვნა გავრცელდება როგორც „ასტაზენეკას“, ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაზე.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, „ფაიზერის“ ვაქცინა პროგრამას, სავარაუდოდ, ხვალიდან დაემატება და მოქალაქეები ვაქცინებს  საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩევენ.

„დღეს განიხილება კიდევ ერთხელ დეტალები იმისთვის, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი იყოს უსაფრთხო. 25 მარტიდან იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა პორტალზე 65 წლის ზემოთ პირებისთვის. ვაქცინაციის პროგრამა უკვე იხსნება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე 65 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერი მოქალაქისთვის. როგორც კი „ფაიზერი“ ჩამოვა ქვეყანაში, უმოკლეს ვადებში მოხდება მისი ასახვა სისტემაში და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის.

თამარ გაბუნიას განცხადებით, “ფაიზერის”  ვაქცინით 14 400 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

თავდაპირველად ხდება არჩევანი ვაქცინებს შორის და შემდეგ გამოჩნდება ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს ვაქცინაციისთვის. სულ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა არის 29 250, ამდენად, 14 400 ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარანტირებული ხარისხი ორივე ვაქცინასთან მიმართებაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g