იანვრიდან აცრილებისთვის 200-ლარიანი წახალისების პროგრამა ფართოვდება.
საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილების შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში კვლავ გაგრძელდება 200-ლარიანი წახალისების პროგრამა 60 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის, რომლებიც კოვიდვაქცინით იცრებიან.
“ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წელამდე და ის ადამიანები, ვინც ამ ასაკობრივი კატეგორიიდან აიცრებიან, იანიანვრის თვიდან მიიღებენ 200 ლარს.” – თქვა ღიბრაძემ.
მისივე თქმით, ამ წახალისებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 50 წელს ზემოთ მყოფმა ყველა პირმა, რომელიც აიცრება, მიიღოს წახალისება.