LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციისთვის 4 456-მა სამედიცინო პერსონალმა გაიარა რეგისტრაცია, აცრილია 1 143 ექიმი

74
BeFunky-collage

ბოლო მონაცემებით, ​ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 4456-მა სამედიცინო პერსონალმა გაიარა, აცრილია 1143 ადამიანი.  ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს იმუნიზაციის პროცესს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ელჩებთან ერთად დაესწრო.

ეკატერინე ტიკარაძე კოლეგებს პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის პროცესს გავეცანი. გავესაუბრეთ ექიმებს, თუ როგორია სამედიცინო პერსონალის განწყობა. ექიმები ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ“. – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა.

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

„ევროპის წამლის სააგენტო“ და ჯანმო “ასტრაზენეკას” უსაფრთხოებაზე ერთობლივად იმსჯელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g