LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინასა და აუტიზმს შორის კავშირი არ დადასტურდა! – ბიძინა კულუმბეგოვი უახლესი კვლევის შესახებ წერს

3712
kulumbegovi-bidzina

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დანიაში ახლახანს ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, სადაც საუბარია აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირზე: „დანიაში ჩატარებულმა კვლევამ, სადაც მონაწილეობდა 500 ათასზე მეტი ბავშვი, კიდევ ერთხელ გააქარწყლა ასოციაციური კავშირის არსებობა აუტიზმსა და MMR ვაქცინაციას შორის! #აცერიდადაიცავი

დანიაში ჩატარებული კვლევა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოდგა, რომელმაც 650 ათასი ბავშვი გააერთიანა, აქედან აცრილთა და აუცრელთა რაოდენობა ერთნაირი იყო. კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას კომბინირებულ ვაქცინასა და აუტიზმს შორის კაშირი არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g