LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინირებული მსოფლიო: ვაქცინაციის კამპანია 155 ქვეყანაში მიმდინარეობს, გამოყენებულია კოვიდვაქცინის 673 მილიონზე მეტი დოზა

104
Untitled design (1)

ერთ წელზე მეტია მსოფლიო კოვიდპანდემიას ებრძვის. ამ ბრძოლაში უკვე მეოთხე თვეა სახელდახელოდ შექმნილი ვაქცინებიც ჩაერთო – ვაქცინაციის პროცესი პირველად დიდ ბრიტანეთში, გასული წლის 8 დეკემბერს “ფაიზერის” ვაქცინით დაიწყო.

დიდ ბრიტანეთში დღეიდან ვაქცინაცია იწყება 

4 თვის განმავლობაში კი, უკვე გამოყენებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის 673 მილიონზე მეტი დოზა.

განახლებულ მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი აქვეყნებს.

მსოფლიოს ისტორიაში ვაქცინაციის ყველაზე მასშტაბური კამპანია 155 ქვეყანაში მიმდინარეობს.

ის დოზები კი, რომლითაც მოქალაქეები აცრეს, დედამიწის მოსახლეობის 4.4%-ის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი.

გავრცელებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, იმუნიზაციის პროცესში ვაქცინის 16,2 მილიონი დოზა გამოიყენეს.

ვაქცინის ყველაზე მეტი დოზა – 167 მილიონი კოვიდვაქცინა აშშ-ში გამოიყენეს. დაახლოებით 140 მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში. ხოლო ინდოეთში ვაქცინირებულია 79 მილიონი მოსახლე.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს:

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 12 846 ადამიანი

 

 

mazda magti 5g