LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა თავიდან მოუწევთ: თამარ გაბუნია

184
Untitled design (3)

იმ მოქალაქეებს, რომლებიც კოვიდვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ მეორედ უნდა აიცრან, ხელახალი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რეგისტრაცია საჭიროა, რადგან მოქალაქემ რიგი თავისი სურვილის მიხედვით უნდა ამოარჩიოს და ჩაეწეროს:

“ვაქცინაციის მეორე ეტაპი მოქალაქეებს ყველაზე ადრე 15 მაისს უწევთ. “ასტრაზენეკას’ შემთხვევაში, 2 კვირა უნდა გავიდეს – 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან მოქალაქემ რიგი თავისი სურვილის მიხედვით უნდა ამოარჩიოს და ჩაეწეროს, ეს გამოცხადდება და რეგისტრაციის პორტალი თავიდან გაიხსნება.

“ფაიზერს” რაც შეეხება, 3-კვირიანი ინტერვალი უნდა გავიდეს და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი – ესეც იქნება იგივე პრინციპით. აპრილის ბოლოს, “ასტრაზენეკას” დამატებით დოზები უნდა მივიღოთ, “ფაიზერის” დოზების მცირე რაოდენობას კი “კოვაქსისდან” ივნისის თვეში მივიღებთ.” – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში მასშტაბური იმუნიზაციის პროცესი ორი – “ფაიზარისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინით მიმდინარეობს.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ეტაპობრივად ფართოვდება – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შემდეგ, პროცესში ეტაპობრივად ჩაერთო ჯერ 65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მყოფი ასაკობრივი კატეგორია. 5 აპრილიდან ასევე იცრებიან დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები.

დღევანდელი მონაცემებით: ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 12 846 ადამიანი

მონაცემებს მსოფლიოს ვაქცინირებული მოსახლეობის შესახებ იხილავთ აქ:

ვაქცინირებული მსოფლიო: ვაქცინაციის კამპანია 155 ქვეყანაში მიმდინარეობს, გამოყენებულია კოვიდვაქცინის 673 მილიონზე მეტი დოზა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g