ეს არის უკანასკნელი ბრძოლა და ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ, რათა ის ადამიანები, ვინც ამდენი ხანი მოდიან და ვერ მივაღწიეთ, რომ ჩამოგვეცილებინა სასამართლოს, ჩამოცილდნენ, – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ(უცნობი) ფილარმონიაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ დაწყებამდე განაცხადა. გაჩეჩილაძის შეფასებით, არასწორი განვითარებით მიდის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.
„მიგვაჩნია, რომ არასწორი განვითარებით მიდის ეს ამბები, რაც მიდის სასამართლოსთან დაკავშირებით. ამას ვიძახდით იმ დროს და ამას ვიძახით დღესაც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამას გაატარებს საზოგადოება და იგივე ადამიანების მხრეებზე გადავა ნახევარი საუკუნით სასამართლო სისტემა, მგონია, ძალიან ცდება”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მან არ გამორიცხა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდეს.