“მე ვარ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ჩემთან ინტერვიუების დროს ძირითადი აქცენტები კულტურაზე უნდა გავაკეთოთ,” – აღნიშნული განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ რა პოზიცია ჰქონდა ელისო კილაძეს მოლაპარაკებებზე, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს.
მისი განცხადებით, მოლაპარაკებები “კარგად, დადებითად და მშვენივრად გაგრძელდება”
„მოლაპარაკებები კარგად, დადებითად და მშვენივრად გაგრძელდება. შეთანხმება რომ მოხდეს, უნდა იყოს ორმხრივი ნება და არა ერთმხრივი. თქვენ კარგად დაინახეთ, რომ სახელმწიფოს აქვს ნებელობა. ამას ველოდებით ოპოზიციისგანაც”, – აცხადებს ელისო ბოლქვაძემ.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის ახლადდანიშნული თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის თქმით, “ადამიანები დაიღალნენ ამდენი რყევებით, პოლიტიკური უთანხმოებებით” და ფიქრობს, რომ “ხელოვნება აერთიანებს”.
“ახალი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და ამას აუცილებლად უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. დიდი მოლოდინებია, დიდი გამოწვევებია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ხელოვნება მაქსიმალურად ემსახუროს ხალხს, მივიდეთ ადამიანებთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად შეეხო, ვისაც სჭირდება სულიერო საზრდო, მე მგონი, ყველას გვჭირდება სულიერი საზრდო. ადამიანები დაიღალნენ ამდენი რყევებით, პოლიტიკური უთანხმოებებით, მე ვფიქრობ, ხელოვნება აერთიანებს და ხელოვნებამ უნდა ქნას ის რაც ასე გვჭირდება ყველას, განსაკუთრებით ჩვენს მომავალ თაობას,” – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.