ვარკეთილში მარკეტი გაძარცვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვა “ბესთ მარკეტში” მოხდა.
მომხდარი ფაქტი “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირმა მარკეტის სალაროდან დაახლოებით 500 ლარი წაიღო.