ვარკეთილში, საცხოვრებელ სახლში CO-ს დაგროვების შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ყაზტრანსგაზში განმარტავენ, რომ სახლში მხუთავი აირის დაგროვება სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.