ვარკეთილში სპეცოპერაციისას ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორების მისამართით ფეხსაცმელი ისროლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბექა და გიორგი შენგელიებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.