LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარლამ გოლეთიანი: “ვემზადებით აქციისთვის თბილისში”

281
ეგე

სოფელ გუმათის დასახლებაში, სადაც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული. თუმცა ადგილზე, ჯერჯერობით, სიმშვიდეა.

„აღადგინეთ მოძრაობა ნამახვანის მიმართულებით და არ ჩაახშოთ სიგნალი“ – ნინო ლომჯარია შსს-ს მიმართავს

გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ ნამოხვანში დღეს ინტერნეტი ჩაახშო – არასამთავრობოები მიმართვას ავრცელებენ

„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი, აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ თუ  კომპანია არ შეწყვეტს სამუშაოებს და მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ,  ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების ორგანიზატორები საპროტესტო დდეპოსტრაციას თბილისში გამართავენ.

„ვცდილობთ, არ დავაჩქაროთ ეს აქცია და ვდებთ მაქსიმალურად შორს, რადგან იქ დადგომა უკვე სხვა პასუხისმგებლობაა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ხელისუფლებამ საღად უნდა შეაფასოს ეს პროცესი“. – განაცხადა გოლეთიანმა დღეს მიმდინარე აქციაზე.

მანამდე  გოლეთიანმა თქვა, რომ დღევანდელი აქციის მოთხოვნაა, პოლიციამ გახსნას გზა ნამოხვნისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ახალ ბანაკს გუმათში გაშლიან.

“თუ არ გაგვატარებენ, გუმათშიც გავშლით კარვებს“ – ვარლამ გოლეთიანი

„ენკა” – მივმართავთ სახალხო დამცველს, შეისწავლოს პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g