ჰოლივუდში ბევრი ვარსკვლავია, რომლებიც აყვანილ ბავშვებს ზრდიან. პატარები მსახიობებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ამა თუ იმ ადგილებში ნახვის შემდეგ აჰყავთ და მათ მომავალს უზრუნველყოფენ.
გთავაზობთ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც სხვის შვილებს საკუთარისგან არ არჩევენ:
ანჯელინა ჯოლი
მეუღლესთან, ბრედ პიტთან ერთად ჯოლი ექვს შვილს ზრდის, რომელთაგანაც სამი აყვანილია. უფროსი მედოქსი მათ 2002 წელს კამბოჯაში იშვილეს, ქალიშვილი – ზაჰარა წყვილმა ეთიოპიიდან 2005 წელს აიყვანა, 2007 წელს კი მათ ოჯახს ვიეტნამელი პაქსი შეემატა.
შარლიზ ტერონი

2012 წელს მსახიობმა სამხრეთ აფრიკიდან პატარა ბიჭუნა, ჯექსონი იშვილა. 2015 წელს კი მის ოჯახს პატარა გოგონა, სახელად ავგუსტი შეუერთდა.
სანდრა ბალოკი
მსახიობმა სამი თვის ლუისი ახალი ორლეანიდან აიყვანა, თუმცა მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მასზე მეურვეობა მარტო თავად დაიტოვა. 2015 წლის შემოდგომაზე ბალოკმა სამი წლის გოგონა – ლაილა იშვილა, თუმცა ამ ფაქტს დიდი ხნის განმავლობაში მკაცრად ასაიდუმლოებდა.
ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი
მრავალჯერადი მცდელობის შემდეგ, საკუთარი შვილი ყოლოდათ, 1993 წელს ტომ კრუზმა და ნიკოლ კიდმანმა გოგონა, იზაბელა იშვილეს, მოგვიანებით კი 1995 წელს მათ ბიჭი – კონორი აიყვანეს.
მადონა
პოპ-დედოფალი მრავალშვილიანი დედაა. ის ორ ბიოლოგიურ და ორ აყვანილ შვილს ზრდის. ორივე მათგანი, გოგონაც და ბიჭიც მადონამ მშობლიური მალავიდან იშვილა.
შერონ სტოუნი
„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი ყოველთვის დიდ ოჯახზე ოცნებობდა. პირველი ვაჟიშვილი მან 2000 წელს აიყვანა. 2005 და 2006 წლებში მსახიობმა კიდევ ორი ბიჭი – ლეირდი და ქუინი იშვილა.
მეგ რაიანი
2006 წელს რაიანმა 4 თვის ჩინელი გოგონა იშვილა და მას უჩვეულო სახელი – დეიზი თრუ დაარქვა.
კეიტ ბლანშეტი
ბლანშეტი უკვე მრავალი წელი ბედნიერად ცხოვრობს მწერალ ენდრიუ აპტონთან ერთად, რომელსაც სამი ბიჭი გაუჩინა. თუმცა წყვილი ამაზე არ შეჩერდა და 2015 წელს მათ გოგონა – ედიტ ვივიანი იშვილა. კეიტის თქმით, ისინი ამაზე პირველი შვილის დაბადების მომენტიდან ოცნებობდნენ.
ჰიუ ჯეკმანი და დებორა ფერნესი
მათ 20 წლიანი ქორწინება აკავშირებთ და დიდი ხნის მანძილზე საკუთარი შვილის ყოლას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ჯეკმანმა და მისმა მეუღლემ ჯერ ბიჭი – მაქსიმილიანი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ გოგონა – ავა ელიოტი იშვილეს.







