LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებსაც თაყვანისმცემლები ვერ იტანენ

59

მსოფლიო პოპულარობა საერთაშორისო სიყვარულთან ყოველთვის არ ასოცირდება. თაყვანისმცემლებს სურთ, რომ მათი საყვარელი მსახიობი ან მომღერალი რაც შეიძლება ცოტა შეცდომას უშვებდეს, თუმცა ეს ასე არ არის და შეცდომების რიცხვიც ხშირად საკმაოდ დიდია.

ვარსკვლავებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც თაყვანისმცემლები დიდად არ წყალობენ, თუმცა ეს უკანასკნელები სწორედ მათ ხარჯზე გამოიმუშავებენ მილიონებს, მსმენელთან კი დისტანციას ამჯობინებენ.

მაილი საირუსი

მომღერალი თითქოს სპეციალურად ცდილობს, მსმენელში ნეგატივი გამოიწვიოს. მას აკრიტიკებენ კოლეგებიც კი, რომლებიც როგორც წესი, სოლიდარობით უნდა გამოირჩეოდნენ. შიშველი მონაწილეობა კლიპებში, სკანდალები პრემიების გადაცემისას ან ბილწსიტყვაობა – ეს მაილის ნაკლის არასრული სიაა, რომლებსაც თაყვანისმცემლები ყველაზე მეტად ვერ უგუებიან.

 

პინკი

პინკის წარმატებაში ლომის წილი სწორედ მის სკანდალურ და ექსცენტრიულ გამოსვლებთან ასოცირდება. ის თავად ავრცელებს ჭორებს საკუთარი თავის შესახებ და თავადვე პასუხობს მათ.

 

რიანა

რიანას არ აინტერესებს ფანების აზრი, სწორედ ამის გამო იმსახურებს ის მათში ყველაზე მეტ გულისწყრომას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მომღერალია.

 

ემბერ როუზი

ეს გოგონა, უცნობი პროფესიითა და საკმაოდ დიდი პოპულარობით უკვე დიდი ხანია იმყოფება მსგავსი რეიტინგების რეკორდსმენი. მისი ჩაცმულობა და ქცევა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, აღიაზიანებს ყველას, მათ შორის მათაც, ვინც ერთ დროს მისი ექსცენტრიულობის მოყვარული იყო.

 

ქლოე კარდაშიანი

როდესაც საუბარია მსგავსი ტიპის რეიტინგზე, კარდაშიანების ოჯახის ყველა წარმომადგენელი მასში გარკვეულ ადგილს იმსახურებს. ხალხს ისინი აღიზიანებს, რადგან თითოეულ მათგანს ყველაზე მეტად უყვარს ფული. თაყვანისმცემლების დიდ ნაწილს კი სწორედ ქლოე არ უყვარს, რადგან ის საკუთარი ცხოვრების ყველა დეტალს აფიშირებას უკეთებს.

 

ჯასტინ ბიბერი

მომღერალი დიდი ხანია გაიზარდა, მაგრამ ის მაინც ბავშვად რჩება. თაყვანისმცემლები მას იქამდეც ვერ იტანდნენ, სანამ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეურაცხყოფას მიაყენებდა. ჯასტინი გამუდმებით იგვიანებს კონცერტებზე და ქალებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

 

კრისტენ სტიუარტი

რამდენადაც კრისტენი ძალიან შეუყვარდა საზოგადოებას „ბინდის“ შემდეგ, იმდენად არ უყვართ ის ახლა, როდესაც მან უფრო სერიოზულ კინოში გადაინაცვლა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კრისტენმა უარი თქვა თაყვანისმცემლებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობაზე და მათ მიმართ ზიზღსაც კი გამოხატავს.