LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავების საყვარელი საზაფხულო დიეტები

394

ვარსკვლავებმა კარგად იციან, რომ ფორმების შენარჩუნება წელიწადის ნებისმიერ დროს მოეთხოვებათ. ამის მიუხედავად ყველა თანხმდება, რომ ზაფხული სწორედ ის პერიოდია, როცა წონის დეფექტი ყველაზე მეტად ჩანს.  ამდენად ყველა ვარსკვლავს აქვს  საზაფხულო დიეტის რეცეპტი. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც წონის პრობლემა აწუხებთ

მაგალითაც ცნობილია, რომ ბიონსე ზაფხულში მწვანე დიეტას ანიჭებს უპირატესობას, ანუ მიირთმევს მხოლოდ მწვანე ბოსტნეულსა და ხილს. ამავე დროს ბიონსე უარს ამბობს საყვარელ სასმელებზე და ალკოჰოლზე.

landscape_nrm_1430565303-beyonce_at_the_brit_awards

ორსულობის დროს ენ ჰეთეუეიმ საოცრად მოიმატა წონაში. დაკლება კი საყვარელი ცილოვანი დიეტით შეძლო. ის რეკომენდაციას უწევს კვერცხსა და მოთუშულ ბოსტნეულს. როგორც მსახიობი ამბობს, ამით ის მთელი დღის ენერგიას იღებს

Anne-Hathaway-Photoshoot

წონის პრობლემა აქვს ქეით უინსლეტსაც, ის ხშირადაა დიეტაზე გადაღებების დროს. ქეითი უპიტარესობას ანიჭებს ცოცხალ პროდუქტებს დანამატების გარეშე. ის არ მიირთმევს პურსა და დამუშავებულ პროდუქტს. მსახიობი პარალელურად სარბენ ბილიკზე ვარჯიშობს.

gc8tbgss8omhhifdk1iy

ჯენიფერ კონელი წონაში მომატებული არასოდეს გვინახავს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ეს დიდი ძალისხმევის შედეგია. მსახიობი ვაშლის დიეტას ჯადოსნურს უწოდებს და დღის მანძილზე 3 ვაშლს მიირთმევს. როგორც ოსკაროსანი მსახიობი ამბობს, ვაშლი საჭლის მონელებას უწყობს ხელს.

2337694bf0b4eb60c627522d7df2a4bd_large

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g