LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავებმა საქველმოქმედოდ ითამაშეს: ფიგუმ რონალდინიოს აჯობა (ფოტო)

91

უეფასა და გაეროს ორგანიზებით ჟენევაში ლუიშ ფიგუსა და რონალდიონიოს გუნდებს შორის საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. პორტუგალიელის შემადგენლობამ 4:3 გაიმარჯვა.

ფიგუს გუნდის მწვრთნელი დიდიე დეშამი იყო. ამ გუნდში თამაშობდნენ: დიდა, ვიტორ ბაია, ფრანკ დე ბური, რიო ფერდინანდი, კრისტიან კივუ, დეიან სტანკოვიჩი, იარი ლიტმანენი, კრისტიან კარამბე, ანდრეა პირლო, რობი კინი, კელი სმიტი.

რონალდიონიოს ნაკრებს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა. მის განკარგულებაში იყვნენ:
დავიდ ჯეიმსი, ანტონის ნიკოპოლიდისი, ჟულიანო ბელეტი, ედმილსონი, კასეი სტონი, ერიკ აბიდალი, მაიკლ ესიენი, იური ჯორკაეფი, გაისკა მენდიეტა, რონალდ დე ბური, ჰენრიკ ლარსენი, პატრიკ კლუივერტი.

გამარჯვებულთა გუნდიდან გოლები რაულმა, რობერ პირესმა, ნუნუ გომეშმა და მიჩელ სალგადომ გაიტანეს, ხოლო რონალდინიოს გუნდიდან თავი სელია შაშიჩმა, ალექსანდრ ფრაიმ და კაფუმ გამოიჩინეს.

მატჩს პერლუიჯი კოლინა სჯიდა.

თამაშისგან, აგრეთვე საქველმოქმედო ვახშმიდან და ინტერნეტაუქციონისგან მიღებული სრული თანხა უეფას ბავშვთა ფონდში გადაირიცხა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g