პროფესიონალი მსახიობები გადასაღებ მოედანზე ნამდვილ სასწაულს სჩადიან: ისინი სერიულ მკვლელებს, რომანტიკოს შეყვარებულებს, სასოწარკვეთილ დიასახლისებსა და სუპერგმირებს თანაბრად ასახიერებენ, თუმცა როდესაც საქე საწოლის სცენებზე მიდის, უმეტეს მათგანს ეს არც ისე მარტივად გამოსდის. ბევრი მათგანი აღიარებს, რომ ეს ყველაფერი უხერხული და სასაცილო უფროა, ვიდრე სექსუალური.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მოსაზრებას სექსის სცენებთან დაკავშირებით:
“სევდიანი ვალენტინი”
მიშელ უილიამსი: „თავიდან ჩვეულებრივი სცენები გადავიღეთ. გამოვიდა სახალისო და ცოცხალი კადრები. შემდეგ კი საწოლის სცენების გადაღებას შევუდექით და ეს იყო საშინელება. მე და რაიან გოსლინგი რაღაც პერიოდი არც კი ვკონტაქტობდით. ისეთი შეგრძნება იყო, რომ ეს სცენები სამუდამოდ გაგრძელდა და ბოლო აღარ უჩანდა. როდესაც გადასაღები მოედნიდან სახლში მივდიოდი, ვწვებოდი ფანჯრის რაფაზე, ხმამაღლა ვუწევდი მუსიკას, ვიყურებოდი ფანჯარაში და ვყვიროდი. ეს იყო ერთგვარი საშუალება, რეალობას გავქცეოდი“.
“მეგობრული სექსი”
ნატალი პრტმანი: „ყოველთვის ფიქრობ, კარგად გამოვიდა თუ არა ესა თუ ის სცენა. შემდეგ კი ისე იქცევი, თითქოს არაფერი ყოფილა და სწორედ აქ გებულობ, რა არის სამსახიობო პროფესიონალიზმი“.
“სიყვარული და სხვა წამლები”
ენ ჰეთევეი: „გადავწყვიტე, რომ ყველაფერი რიგის მიხედვით გამეკეთებინა: გამეხადა ბოლო მომენტში, დუბლებს შორის კი ჩამეცვა. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ყოველ ჯერზე, ჩაცმა-გახდის დროს მე ვიფუჭებდი გრიმს, რაც გამატებით 20 წუთს მაკარგვინებდა. ეს ყველაფერი ცხოვრებასავით იყო: როგორც კი რაღაცას აღარ აკეთებთ თქვენი თავის გამო – აკეთებთ ამას სხვების გულისთვის. ვაღიარებ, სახალისოა“.
“შავი გედი”
მილა კუნისი: „რთულია საწოლის სცენები, იმის მიუხედავად პარტნიორი ქალია თუ კაცი. თქვენ ხართ ასობით ადამიანის თვალწინ, რომლებიც გაფაციცებით გიყურებენ – დიდი დისკომფორტია“.
“ადრენალინი: მაღალი ძაბვა”
ჯეისონ სტეტჰემი: „საკმაოდ რთულია ითამაშო აგრესიული სექსი. განსაკუთრებით საზოგადო ადგილას, სადაც უამრავი ადამიანი ტელეფონით ხელში მოგჩერებია“.
“ქლოე”
ამანდა სეიფრიდი: „ძალიან უხერხული იყო და ამ გრძნობას ვერსად გაექცევი. ის მუდამ თან გსდევს, მაშინაც, როდესაც ამას რეალურ ცხოვრებაში პირველად აკეთებ. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია“.
“უოლ-სტრიტის მგელი”
ლეონარდო დიკაპრიო: „როდესაც ისეთი ადამიანის როლს ასრულებთ, როგორიც ჯორდანია, გსურთ გაიმეოროთ მისი ნატურა. ამ დროს უბრალოდ უნდა ადგეთ და ეს გააკეთოთ. არ უნდა იფიქრო საკუთარ თავზე, რადგან ეს არა თქვენი, არამედ სხვა ადამიანის ისტორიაა“.
“საშიში მეთოდი”
კირა ნაიტლი: „მე დავლიე რამდენიმე ჭიქა არაყი გადაღებების დაწყებამდე და რამდენიმე ბოკალი შამპანური გადაღებების დასრულების შემდეგ და საკუთარ თავს დავპირდი, რომ ამას აღარასოდეს გავიმეორებდი“.
“მგზავრები”
ჯენიფერ ლოურენსი: „მაყურებელი უყურებს ეროტიკულ სცენებს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან სექსუალურია, მსახიობებმა კი იციან, რომ არაფერია იმაზე უსიამოვნო და მოუხერხებელი, ვიდრე სექსი კინოში. კრისი ნამდვილი ჯენტლმენია. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ მე კომფორულად და წყნარად ვყოფილიყავი. მას ხომ საწოლის სცენებში დიდი გამოცდილება აქვს. გადაღებების წინ მან ღვინის დალევა შემომთავაზა, რათა მოვდუნებულიყავით. მეც დავთანხმდი“.








