LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვარსკვლავური ომების“ ფიგურა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საკოლექციო თოჯინაა

127
665f59ae6c315.image

„ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟის ბობა ფეტის ფიგურა აუქციონზე 525 ათას დოლარად გაიყიდა. რაც ლოტს ყველაზე ძვირადღირებულ საკოლექციო სათამაშოდ აქცევს. ამის შესახებ აუქციონის სახლი Heritage Auctions-ი წერს.

გახმაურებული ფიგურა 1970 წელს კომპანია Kenner-მა გამოუშვა. მისი სიმაღლე 9 სანტიმეტრია და ის მთლიანად ხელითაა გაფორმებული.

საინტერესოა, რომ ეს ფასი თითქმის ორჯერ მეტია 2022 წლის აუქციონზე გაყიდული „ვარსკვლავური ომების“ სხვა ფიგურისა. მის შემთხვევაში ფასი 236 ათასი დოლარი იყო.

რაც შეეხება საკოლექციო სათამაშოებს შორის წინა რეკორდსმენს, ის ბრილიანტის ყელსაბამიანი ბარბი იყო, რომელიც 2010 წელს უცნობმა კოლექციონერმა 302 ათას დოლარად შეიძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები