LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: მივმართავ გამყრელიძეს, გამოდით და გვითხარით – გასამკაცრებელია თუ არა რეგულაციები და რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით

91
BeFunky-collage (5)

მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ არ მოვისმენთ რამე ისეთს, რაც ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის თქვენზე,-  ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მიმართა გასცეს პასუხი კითხვას, საჭიროა თუ არა ქვეყანაში კოვიდრეგულაციების გამკაცრება და უქმნის თუ არა პრობლემას საარჩევნო პროცესი ადამიანების ჯანმრთელობას.

“არა მინიშნებებით, როგორც გუშინ თქვით, რომ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო, არამედ გამოდით და გვითხარით – გასამკაცრებელია თუ არა ქვეყანაში რეგულაციები, რათა ქვეყანაში გადაცემის ჯაჭვი შეწყდეს და მეორე, რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით, უქმნის თუ არა პრობლემას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საარჩევნო პროცესი. ამაზე პასუხისმგებლობა გაქვთ თქვენ და გთხოვთ, ამ პასუხისმგებლობას ნუ გაექცევით“,- განაცხადა ვაშაძემ.

მეზვრიშვილი: ხელისუფლებამ ადამიანების სიცოცხლე წინასაარჩევნო პოპულიზმს გადააყოლა, პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნეს, შემდეგ კი ფორმალობად აქციეს რეგულაციების დაცვა

 

mazda magti 5g