LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზვრიშვილი: ხელისუფლებამ ადამიანების სიცოცხლე წინასაარჩევნო პოპულიზმს გადააყოლა, პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნეს, შემდეგ კი ფორმალობად აქციეს რეგულაციების დაცვა

59
mezvrishvili

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ქვეყანაში გართულებულ ეპიდვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ  „ქართული ოცნება“ ადამიანთა სიცოცხლეზე მეტად საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს აყენებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, სიკდილიანობის მაჩვენებლის კლება ქვეყანაში არ შეინიშნება, რაც მისივე სიტყვეით, “ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნებას“ ქვეყნის მართვის და კრიზისებთან გამკლავების არც უნარი გააჩნია და არც კომპეტენცია”.

“სამწუხაროდ, რასაც კოვიდის კუთხით ვხედავთ, არის „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგი. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პოპულიზმს გადააყოლა ადამიანთა სიცოცხლე.

მათ პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნეს, შემდეგ კი ფორმალობად აქციეს იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც კოვიდთან დაკავშირებით იყო დაწესებული. მათ არ უწარმოებიათ ვაქცინაციის სწორი და ეფექტური კამპანია და არ გაუთვალისწინებიათ პროფესიონალების რეკომენდაციები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დაინფიცირდა 5021, გარდაიცვალა კიდევ 58 პირი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები