LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: მთელი უკრაინა ჩართულია მოხალისეობრივ საქმიანობაში, საოცარი თვითორგანიზებაა

73
1

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან უკრაინაშია, ჩერნოვცში იმ დაწესებულებებში იმყოფებოდა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გაგზავნილი ტვირთი გროვდება.

გიორგი ვაშაძე გაეცნო, ჰუმანიტარული დახმარების სახით კონკრეტულად რა საჭიროებებია ომში მყოფი ქვეყნისთვის.

მისი განცხადებით, მიზანშეწონილი იქნება, თუ უკრაინელ მოქალაქეებს დახმარებას სწორად გაუწევენ.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, პირველ რიგში, მედიკამენტების, საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების აუცილებლობაა, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფ ადამიანებს დაეხმარება:

“მთელი უკრაინა ჩართულია მოხალისეობრივ საქმიანობაში, საოცარი თვითორგანიზებაა, მაგრამ საქართველოდან ბევრი მირეკავს  და მეკითხება – რა საჭიროებაა?!

პირველ რიგში, მედიკამენტების საჭიროებაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის – პირველადი დახმარების მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ისეთი საკითხები, როგორიც არის სამხედროებისთვის დამატებითი ელემენტები, ბინოკლი, კომპასი და მსგავსი ნივთები.

ნაკლებად საჭიროა ტანსაცმელი, რადგან ძალიან ბევრი ტანსაცმელი ჩამოვიდა და თვითონაც ამბობენ, რომ საჭიროება არ არის. საკვების საჭიროება მაღალია, როდესაც ჩერნოვცში ჩამოდის, შემდეგ იწყება განაწილება: ხარკოვში, სუმში და იმ ფრონტის ხაზზე, სადაც უშუალოდ მძიმე ვითარებაა. ძირითადად ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც აქ მოდის და გროვდება, მიდის პირდაპირ იმ ქალაქებში, სადაც ფრონტის ხაზია და საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

ვფიქრობ, უმჯობესი იქნება სწორად დავეხმაროთ, ის თანხები, რომელიც მობილიზებული გვაქვს, სწორად დავხარჯოთ და ჩვენ მიერ გაწეული დახმარება საჭიროებისამებრ მიუვიდეს ყველა ოჯახს – მედიკამენტები, საკვები, ჰიგიენური საშუალებები და ნივთები, რომლებიც ფრონტის ხაზზე მყოფ ადამიანს დაეხმარება”, – განაცხადა ვაშაძემ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები