LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესი შეფერხდეს და რუსეთთან პირისპირ დავრჩეთ

71
გიორგი ვაშაძე

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესი შეფერხდეს და რუსეთთან დავრჩეთ პირისპირ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის „ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის პუტინის დავალება“.

„მმართველ პარტიას პასუხები არ აქვს, ამერიკას, ევროპას ადებენ ხელს და ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ იბრძვიან. ჩვენი, საქართველოს ეროვნული ინტერესი რა არის?! ძლიერი, სუვერენული, დამოუკიდებელი საქართველო, სადაც გარანტირებული იქნება ტერიტორიული მთლიანობა და გვექნება უსაფრთხოება. ჩვენთვის ამის გარანტი ვინ არის?!“– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც მანვე აღნიშნა, ამის გარანტი არის ამერიკა, ევროპა და ის მისწრაფება თავისუფლებისკენ, რომელიც გვაქვს.

„ღიად ვთქვათ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესი შეფერხდეს და რუსეთთან დავრჩეთ პირისპირ. ეს არ გამოუვათ, რადგან ხალხისთვის გზავნილი ევროპელების მხრიდან იქნება ძალიან კონკრეტული.

ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ არანაირი დაჩქარებული გაწევრიანება არ მოხდეს საქართველოსი, არც „ევროკავშირში“ და მით უმეტეს „ნატოში“. ეს არის ჩვეულებრივ ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის პუტინის დავალება, ამის უფლებას არ მივცემთ, მათ გავაშიშვლებთ.“– განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, პარტია კვლავ მიეგზავრება ბრიუსელში იმისთვის, რომ  საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი „ქართული ოცნების“ იმედზე არ იყოს ჩამოკიდებული.

დღეს მივემგზავრები, მექნება მაღალი დონის შეხვედრები – რა საკითხს განიხილავს პრემიერი ბრიუსელში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები