„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა შეშინებულია და სწრაფ ნაბიჯებს ამიტომ დგამს.
„საქართველომ გამოიარა უმძიმესი დღეები და ახალგაზრდების დამსახურებაა, რომ რუსეთისკენ მიმავალი ეს ქვეყანა შემობრუნდა ისევ ევროპისკენ. ეს არის წარმატება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მაგრამ არ არის საბოლოო გამარჯვება. საბოლოო გამარჯვება ნიშნავს – სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებას, დეოლიგარქიზაციას, მედიათავისუფლებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას და რუსული რეჟიმისგან საქართველოს საბოლოო გათავისუფლებას.
„ქართული ოცნების” ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს და ამ სამარის პირველი ნაწილი უკვე გათხრილია, მაგრამ ზემოდან მიწა უნდა მივაყაროთ, როცა ამ სამარეში მოხვდებიან ეს ადამიანები. მე მაინტერესებს როგორ ჩახედავენ საზოგადოებას თვალებში. ბევრი კითხვაა და არ შეიძლება მოდუნება. ახლა პირველი გაფრთხილება მივეცით, მაგრამ ესენი არ გასწორდებიან, ნდობა ნული. ახლა, ჩასვრილები და შეშინებულები არიან და იმიტომ დგამენ სწრაფად ამ ნაბიჯებს, მაგრამ ორ-სამ დღეში შეიძლება თავი ისევ წამოყონ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და აქტიურად ვიმუშაოთ”, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია
დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც “ქართულ ოცნებაში” დღეს ითქვა, კენჭისყრაზე ჩააგდებენ.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტების საპროტესტოდ პარლამენტთან მესამე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის 7-8 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?