LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძის ინიციატივა: 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს

65
BeFunky-collage

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომლითაც 20 ივნისს დაზარალებულებს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია, დაენიშნება პენსია სახელმწიფოს მხრიდან, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფოს ექნება სრული ვალდებულება 20 ივნისს დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა უზრუნველყოს.

ვაშაძის განცხადებითვე, ამნისტიის კანონიდან ასევე ამოღებული უნდა იქნას უარის თქმის პრინციპი.

„სამწუხაროდ, ამნისტიის კანონი იქცა ისევ პოლიტიკური ძიძგილაობის საგნად და ვფიქრობ, ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციას. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც კობახიძის „ნოუჰაუთი“ ცდილობს გაართულოს ამნისტიის კანონის იმპლემენტაცია. მეორე მხრივ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეწინააღმდეგება აბსოლუტურად ყველაფერს ამ საკითზე”. – განახადა ვაშაძემ.

magti 5g