LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლების დარიგება სკოლებში ხვალიდან დაიწყება

80

თბილისში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება ხვალიდან დაიწყება. პროექტის მონაწილე პირველი სკოლა პირველი კლასიკური გიმნაზია იქნება.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს KEPKA  სკოლაში  2 200 ვაშლს შეიტანს. სამინისტროს ცნობით, პროექტი ეტაპობრივად დანარჩენ 9 სკოლაშიც განხორციელდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგებას კვირაში ერთხელ გეგმავს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქტით განათლების სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით დეკემბრის ბოლომდე მოამარაგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები