LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასო ფხაკაძე მეუღლესთან დებატებს მართავს: „თავს არ ვაჩაგვრინებ…“

396
likametreveli

მოდელი ლიკუნა მეტრეველი იუმორისტ ვასო ფხაკაძის მეუღლეა. წყვილი უკვე მერვე წელია ერთად არის და ორ ქალიშვილს ზრდის. ლიკუნა ჟურნალ „თბილისელებთან“ მყარი ურთიერთობის შესახებ საუბრობს:

„უკვე მერვე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ. სტაბილური ურთიერთობა გვაქვს და ფაქტია, რომ დღემდე კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ბუნებრივია, ყველაფერზე ერთი აზრი არ გვაქვს და დებატებიც გაგვიმართავს ხოლმე. მაგალითად, ვასო ხშირად მეუბნება: ასეთი მანქანით რატომ დადიხარ, როდის უნდა გარეცხოო? მე ამ დროს ჩემი არგუმენტები მაქვს. ძირითადად, წვრილმანებსა და ყოფით დეტალებზე ვკამათობთ… თავს არ ვაჩაგვრინებ. კრიზისებს რაც შეეხება, ამ ეტაპამდე არ გვქონია მნიშვნელოვანი კრიზისული პერიოდი. მარტივად ვაგვარებთ პრობლემებს, ხასიათითაც კარგად ვუგებთ ერთმანეთს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g