ამ წუთებში პარლამენტის წინ “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას აანონსებენ. აქციაზე სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.
„ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “ბიძინა ივანიშვილს ხვალ დილამდე აქვს დრო, გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი და მიჰყვეს მისი მთავრობა”.
„ეს არის ამ ხელისუფლების სახე, დათხრილი თვალები, ნაძალადევი ჟურნალისტები და თვითონ ერი“, – აღნიშნა წერეთელმა.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში კანცელარიისკენ ინაცვლებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს მთავრობამ არათუ ვერ დაიცვა მედია ძალადობისგან, არამედ, ხელი შეუწყო და წააქეზა ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს საპატრიარქოს მოწოდებით შეიკრიბნენ და მიზანმიმართულად გაუსწორდნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს.
