LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ღვინის მენეჯმენტის მაგისტრანტები საქართველოს ეწვივნენ

100

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 კაციანი ჯგუფი საქართველოს მიმდინარე კვირაში სტუმრობს. გაცნობითი ტურის ფარგლებში, მაგისტრანტები ქართლსა და კახეთს ეწვივნენ, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მოინახულეს, ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ და სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები დააგემოვნეს. OIV-ის წარმომადგენლები შემდეგ კომპანიებში იმყოფებოდნენ: „ორი მარანი“, „შუმი“, „ფაფარი ველი“, „ორგო“, „მევენახეობა ვაზიანი“, „წინანდლის მეღვინეობა“, „ბაგრატიონი-1882“, „შატო მუხრანი“, ასევე ექვევრე ზაზა კბილაშვილს.

სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინის დაგემოვნებამ და დამზადების ტექნოლოგიამ მოახდინა. მაგისტრანტებმა თბილისში ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან. OIV-ის მაგისტრანტები უკვე მესამე წელია საქართველოს სტუმრობენ. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველო სასწავლო პროგრამის სავიზიტო ქვეყნების სიაში 2016 წლიდან ჩართო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g