LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზისუბანში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა

319
ფორტუნა (6)

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

ამის შესახებ „ფორტუნას“ სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

გარდაცვლილი შუა ხნის ქალია. ის ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან სამი პაციენტი გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

„მზად ვართ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ყველა ადამიანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით“ – კახა ლაბუჩიძე

ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g