LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზისუბნის დასახლებაში გაზი აფეთქა – მოსახლეობა ევაკუირებულია

412
Untitled design (27)

ვაზისუბნის დასახლებაში გაზი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

ადგილზე იმყოფება სამაშველო ეკიპაჟი.

შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა.

განხორციელდა მოსახლეობის კორპუსიდან ევაკუაცია.

ადგილობრივების თქმით, ორჯერ, ხუთი წუთის ინტერვალით, დიდი აფეთქების ხმა გაისმა.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

როგორც „ფორტუნას“შსს-ში განუცხადეს, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები