LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეცდებით მაქსიმალურად ისეთი კანდიდატები წარვადგინოთ, რომლებიც მისაღები უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის: ლევან ნატროშვილი

66
ნატროშვილი

“ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად ისეთი კანდიდატები წარვადგინოთ, რომ პოლიტიკური მიკერძოების საკითხი არ დადგეს და მისაღები იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის”, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევი კომისიის წევრმა, ლევან ნატროშვილმა “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა.

მისი განმარტებით, “მნიშვნელოვანია, რომ უნდობლობა, რომელიც ზოგადად საარჩევნო კომისიების მიმართ არსებობს, აღმოიფხვრას და კონსენსუსუსის გზით მოხდეს კანდიდატების შერჩევა”.

„მაქსიმალურად ვეცდებით ისეთ კანდიდატებს დავუჭიროთ მხარი და წარვუდგინოთ პრეზიდენტს, ვისაც აქვს შანსი იმისა, რომ კონსენსუსი იქნას მიღწეული პარლამენტში მხარის დაჭერის დროს და 2/3-ით იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული, დანარჩენი კი პარლამენტზეა დამოკიდებული.

ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად ისეთი კანდიდატები წარვადგინოთ, რომლებიც მისაღები უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის”- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

რაც შეეხება ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის ვადებს, როგორც ნატროშვილი აცხადებს, ეს დამოკიდებულია პარლამენტის მიერ კანდიდატების მხარდაჭერის მოპოვებაზე. მისივე თქმით, ეს პროცესი შესაძლებელია დაახლოებით 2 კვირას გაგრძელდეს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიამ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები