LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვეძახდი, გიო!გიო! იმიტომ რომ იმ აგარაკზე კარი ღია დამხვდა” – რას ჰყვება გიორგი შაქარაშვილის დედა

397
giorgi

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გახმაურებული საქმე ამ დრომდე საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. დღეს ნოდარ მელაძის “შაბათში” გავიდა გარდაცვლილის დედის დაკითხვის აუდიოჩანაწერი, სადაც თამარ შალვაშვილი იმ დღეს დეტალურად იხსენებს.

„დილით ბავშვი იყო დაძინებული, მე როცა წავედი სამსახურში და ვეკითხებოდი გიორგის თანხაც სჭირდებოდა თუ არა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჰქონდა, რადგან მას შემოსავალი ჰქონდა, ფეხბურთიდან, კონტრაქტით იყო საბურთალოში თამაშობდა და როგორც ნიჭიერ ბავშვს ყოველთვის ერიცხებოდა ამის ხელფასი. შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია მესენჯერის საშუალებით ბავშვთან, მომწერა, წახვედი-თქო ვკითხე და ჯერ არ წავსულვარ ფალიაშვილზე ვაპირებო წასვლას სალონში, თმის გასასწორებლად, ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო და ეს არც გამკვირვებია, ძალიან ბუნებრივი იყო მისგან. პასუხი არ დამიბრუნა და წავიდა, ეს იყო ჩემი ბოლო ნახვა ბავშვის.

გურამ ამირხანაშვილმა დილის 7 საათზე დარეკა სახლში და იკითხა მოვიდა თუ არა გიორგი სახლში. ჩვენ გაგვიკვირდა, რა თქმა უნდა, ვინაიდან ერთად იმყოფებოდნენ ბავშვები წვეულებაზე, დაბადების დღეზე. მერე ვთხოვე გურამს ამოსულიყო ჩემთან და წავეყვანე იმ შემთხვევის ადგილზე. აგარაკზე ვეძებდი, არც ვფიქრობდი რომ ბავშვი იქნებოდა ასეთ საშინელ… ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, იმიტომ, რომ ბავშვი იყო აბსოლუტურად არაკონფლიქტური, მშვიდი, გაწონასწორებული, ძალიან მოწესრიგებული. ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც მასზე უარყოფითს იტყვის.

ვეძახდი, გიო! გიო! იმიტომ, რომ იმ აგარაკზე კარი ღია დამხვდა რომ შევედი, ვიფიქრე იქნებ დაეძინა ბავშვს, ასე ხმით ვეძახდი არასდროს არ გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე, შემდეგ იქიდან წამოვედი, გურამმა მომიყვა, რომ მოხდა იქ ჩხუბი, მოვიდნენ, თავს დაესხნენ, სიტუაცია არ მოეწონათ ამათ და იმიტომ წამოვიდნენ. შემდეგ მაჩვენა ის გზა, რაც გაიარეს, მაგისტრალი რომ არის, იქ გამორბოდნენ და გიორგი გაიქცა ყველაზე სწრაფად, გაასწრო ამათ ხიდის ქვეშ მიმართულებით, ადგილი ვნახე კიდეც, სადაც გაიქცა ბავშვი და იქ ვეძებდით, იმ ტერიტორიაზე. ვეძახდი ბავშვს ხმამაღლა, რომ იქნებ სადმეა ბავშვი ან ფეხი მოიტეხა ან რამე უბედურ შემთხვევას არც ვფიქრობდი. ცურვა არ იცოდა და წყლის შიში ჰქონდა, სულ დავდიოდით ოჯახი ზღვაზე, თვითონაც უწევდა სპორტიდან გამომდინარე, ზღვაში ეგ არ შედიოდა, ეშინოდა, შიში ჰქონდა წყლის ძალიან დიდი,“- განაცხადა თამარ შალვაშვილმა.

გავრცელებული აუდიომასალიდან ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილის დედას ახალგაზრდა ფეხბურთელის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. როგორც თამარ შალვაშვილმა აღნიშნა, გიოგი შაქარაშვილს იმ მომენტში შეყვარებული არ ჰყოლია.

magti 5g