LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეძებ დახმარების გზებს – ბერას ფიქრები ავსტრალიისკენ არის მიმართული

627
BeFunky-collage (1)

“ჩემი ფიქრები და ლოცვა ავსტრალიისკენ არის მიმართული,”- ასე ეხმაურება ბერა ივანიშვილი ბოლო დროს ყველაზე მასშტაბურ ხანძარს, რომელსაც ამ დრომდე ვერ აქრობენ.

ბერა “ინსტაგრანზე” ავსტრალიის მასშტაბური ხანძრის შედეგების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

“ამჟამად ვეძებ დახმარების გზებს, თუ როგორ ჩავერთო პროცესში. იქამდე კი მოდით გავზარდოთ ცნობიერება, გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს სთორიში.

ავსტრალიის ხანძრების შედეგად დაიწვა 12 მილიონი აკრი, რაც უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული კალიფორნიის, ამაზონისა და ციმბირის ხანძრების მიერ დამწვარი ტერიტორია. კლიმატის ცვლილება რეალურია”, — წერს ბერა ივანიშვილი.

https://www.instagram.com/p/B68asebH9Jn/

ავსტრალია რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის, სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე, ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი დაიღუპა, 17 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ავსტრალიაში დაღუპული მოხალისე მეხანძრის შვილი მედალით დააჯილდოვეს

ხანძარმა 1 200-ზე მეტი სახლი და ხუთ მილიონზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა.ამასთან ერთად, ხანძრების შედეგად დაიღუპა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები