LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვეძებ სამსახურს, სადაც მექნება ისეთი ხელფასი, რომ იპოთეკური სესხის გამოტანა და მერე დაფარვა მოვახერხო” – რას წერს „საბას“ ლაუერატი ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა

161
BeFunky-collage (2)

ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი, “სა­ბას” ლა­უ­რე­ა­ტი თემო რეხ­ვი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და აღნიშნავს, რომ სამსახურს ეძებს.

რამდენიმე თვის წინ, რო­დე­საც მან “სა­ბას” პრი­ზი მი­ი­ღო, და­ჯილ­დო­ებს ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას თქვა, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

თემო რეხვიაშვილი: „ფეისბუკის კომენტარებით შეწუხებული ვარ, ემიგრაციის თემასთან დაკავშირებით და მინდა კარგად განვმარტო: იქ დროის სატარებლად არ მივდივარ, მუშად მივდივარ“

“მე­გობ­რე­ბო, უკვე ერთი თვეა ჩა­მო­ვე­დი. ვე­ძებ ისეთ სამ­სა­ხურს, სა­დაც მექ­ნე­ბა ისე­თი ხელ­ფა­სი, რომ იპო­თე­კუ­რი სეს­ხის გა­მო­ტა­ნა და მერე და­ფარ­ვა მო­ვა­ხერ­ხო.თუ ვინ­მეს სად­მე რამე გე­გუ­ლე­ბათ ან მო­მა­ვალ­ში რამე გა­ი­გოთ, მი­თხა­რით. ჩემი პრო­ფე­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ვფიქ­რობ რომ შევ­ძლებ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბას, რო­მე­ლი­მე გა­და­ცე­მის ან რუბ­რი­კის წაყ­ვა­ნას, ზო­გა­დად ფილ­მებ­ში ან სე­რი­ა­ლებ­შიც ვი­თა­მა­შებ­დი, უბ­რა­ლოდ რო­გორც ვხვდე­ბი კას­ტინგ მე­ნე­ჯე­რე­ბის მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში დი­დად არ ვჩან­ვარ. (ეს შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩემი ბრა­ლი­ცაა). ასე­ვე ისეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­საც გან­ვი­ხი­ლივ, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ან ირი­ბად არ უკავ­შირ­დე­ბა ჩემს პრო­ფე­სი­ას. თუ სა­ჭი­როა ად­ვი­ლად ვით­ვი­სებ სხვა­დას­ხვა რა­მეს. მი­მუ­შა­ვია კუ­რი­ე­რად, ანი­მა­ტო­რად მე­შა­ურ­მედ, ბარ­მე­ნად, გამ­ნა­თებ­ლად, გა­ზე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლად და მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს სხვა პო­ზი­ცი­ებ­ზეც. უბ­რა­ლოდ ახლა უფრო მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ანს და/ან ისეთ სამ­სა­ხურს ვე­ძებ რო­მე­ლიც ჩემს თე­ატ­რში ყოფ­ნას მთლად არ გა­მო­რი­ცხავს.მოკ­ლედ თუ რა­მეა აქ ვარ” – წერს თემო რეხ­ვი­აშ­ვი­ლი.

„რამდენიმე დღეში ამ ქვეყანას მეც დავტოვებ, მადლობა ემიგრანტ დედას, უმუშევარ მამას“ – „საბას“ გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები