რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთ დაკარგულ ოჯახს ეძებენ. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.
რაჭის ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჯერად დაკარგულთა სიაში რუსთაველი ოჯახია – დედა და ორი შვილი.
„ვეძებთ ოჯახს რუსთავიდან! დედა – შორენა ბიჭაშვილი
შვილები – მარიამ და კოტიკო მაისურაძეები!“ – წერს მოქალაქე, ლილე გობეჯიშვილი.
„ზაზა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ჰოლანდიიდან ჩამოვიდა, სამივე ბიჭია.. კავშირი გუშინ, საღამოს 11 საათიდან შეწყდა“ – შოვში სტიქიის შედეგად დაკარგულ ოჯახს ეძებენ
„სამწუხაროდ, მხოლოდ ზაზას ფოტო მაქვს გამოქვეყნებული, ოჯახის არ მაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ...“ – უთხრა „ფორტუნას“ კოტეჯის მფლობელმა.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ. გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.
შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი