ნაკლები ხორცისა და მეტი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევით, 2050 წლისთვის მსოფლიოში რამდენიმე მილიონით ნაკლები გარდაცვლილი ადამიანი იქნება – ასეთ დასკვნას აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემია აქვეყნებს.
„რასაც ვჭამთ, სწორედ ის განაპირობებს ადამიანის ინდივიდუალიზმსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ არ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ ვეგეტარიანელები გახდნენ, მაგრამ კლიმატის ცვალებადობა კვების სისტემას მკვეთრად ცვლის, ამიტომ აქცენტის ბოსტნეულზე გაკეთება დიდი და სწორი ნაბიჯი იქნება კაცობრიობის დღეგრძელობისთვის“, -განაცხადა აკადემიის ერთ-ერთმა მეცნიერმა.