LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით 17 მარტს: უეფა ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2020-ის ბედს გადაწყვეტს

76
afp-1pt2mf

უეფამ სხდომა დანიშნა, სადაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სხდომა 17 მარტს გაიმართება ვიდეოკავშირით.

ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ასოციაციის წევრები, ევროპული კლუბების ასოციაციების (ECA) წევრები და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები (FIFPro). ისინი განიხილავენ ყველა ეროვნული და საერთაშორისო ტურნირის ჩატარების საკითხს, მათ შროის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებულ ვითარებას.

უკვე ცნობილია, რომ უეფა განიხილავს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის შეჩერების ვარიანტს.

11 მარტს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები