კითხვას, რას ელოდებიან არჩევნების დღეს და რა იქნება მთავარი გამოწვევა? – კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე პასუხობს და აცხადებს, რომ „გამარჯვებას ელოდებიან. გამოწვევა კი იქნება, თუ სად წაიღონ ამდენი სიხარული“.
როგორც ხაზარაძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, მათ მეორე გამოწვევაც აქვთ.
„ველოდებით გამარჯვებას. გამოწვევა იქნება, სად წავიღოთ ამდენი სიხარული. მეორე გამოწვევა იქნება 27 ოქტომბერს როგორ მოხდეს სწრაფად კოალიციური შეთანხმება იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა და ჩვენი გეგმების განხორციელება. ეს არის მოკლე პასუხი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.