LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ველოდებით საბოლოო პასუხებს” – არის თუ არა საქართველოში კორონოვირუსი დღეს გახდება ცნობილი

2076
BeFunky-collage (9)

ინფექციურ საავადმყოფოში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტის კვლევების საბოლოო პასუხები დღეს გახდება ცნობილი. ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი ჩინეთის.

“საქართველოს მოქალაქე დედა-შვილს, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევები და მათთანაც არ დასტურდება პნევმონია, ლაბორატორიული კვლევებით არ არის სერიოზული დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი,

ასევე გვყავს საქართველოს მოქალაქე, 24 წლის მამაკაცი, რომელთანაც ასევე არ აღინიშნება სერიოზული დარღვევები, მასთანაც ველოდები საბოლოო პასუხებს, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ“,- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

მედიკოსები პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ. ამასთან, ექიმები იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში და აქვთ შესაბამისი კლინიკური სიმპტომები, როგორიც არის ცხელება, ხველა, საერთო სისუსტე, მოუწოდებენ აუცილებელად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

გლობალური საფრთხე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში.

ამ ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვირუსის პრევენციისთვის უპრეცენდენტო საპასუხო ზომების მიღებაა საჭირო. საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებულ ქმედებებს გულისხმობს.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრევენციულ ქმედებებზე იმსჯელებენ დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ დაბალი რისკის ქვეყნად რჩება, მიუხედავად ამისა, ყველა შესაბამისი უწყება მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზადაა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 213 ადამიანია დაღუპული. გამოვლენილია ვირუსით დაინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა. ვირუსი ჩინეთის გარდა კიდევ 18 ქვეყანაში ფიქსირდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ჩინეთთან ფრენები მარტის ბოლომდე შევწყვიტეთ

“თუ დაიცავ წესებს, საშიში არაფერია…ექვსმილიონიან ქალაქში ვარ და კორონავირუსის 100-მდე შემთხვევაა” – პეკინში მყოფი ქართველის ვიდეომიმართვა (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g